სამედიცინო კორპორაცია “ევექსი” ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

431

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ.

თბილისში, იაშვილის საავადმყოფოსა და ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ათეულობით თანამშრომელმა მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავა. 

დასუფთავების აქციას ევექსის ქსელის ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თელავის რეფერალური ჰოსპიტლებიც შეუერთდნენ. ღონისძიების ფარგლებში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ თანამშრომლებმა ჯამში 12 ჰა-ს ფართობის ტერიტორია დაასუფთავეს.

Comments
Loading...