სამეგრელოს რაიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს

355

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში  ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასშტაბური პროექტი "მობილური ექსტენცია" უკვე 2 წელია რაც მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში სპეციალისტებმა თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერეს კონსულტაცია გაუწიეს.

Comments
Loading...