სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

518

"დღეს, 17 თებერვალს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს", – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"კომპანიის ტექნიკური ჯგუფები,  ვარკეთილი 3-ში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სამ ახალ, 300 მმ-იან ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,

დღეს, 17 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...