სალვადორში ბიტკოინი გადახდის ოფიციალური საშუალება გახდა

6

სალვადორის რესპუბლიკაში ბიტკოინი გადახდის ოფიციალური საშუალება გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Coindesk ავრცელებს.

შესაბამისი კანონი მთავრობამ სამი თვის წინ მიიღო და დღეს ის ოფიციალურად შევიდა ძალაში.

ამიერიდან სალვადორის მოქალაქეებს შეუძლიათ  ჩივოს მთავრობის ციფრული საფულე გამოიყენონ, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების მიღებისას კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება განახორციელოთ.

CNN აღნიშნავს, რომ ერთი დღით ადრე ქვეყანამ იყიდა 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 400 ბიტკოინი.

Comments
Loading...