საინფორმაციო შეხვედრა რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებთან

7

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და რითეილ ასოციაციის შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „სოციალური დახმარებების მიმღებთა დასაქმების შესაძლებლობები და არსებული მექანიზმები“.

შეხვედრაზე ასოციაციის წევრებმა სრულად მიიღეს ინფორმაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ასევე, ამომწურავად და სრულყოფილად მიიღეს ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღები პირების დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და არსებული მექანიზმების შესახებ.

რითეილ ასოციაციის წევრებისათვის საინტერესო იყო მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და შეღავათების პირობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მათი მხრიდან, ხაზი გაესვა იმ გამოწვევებსაც თუ რის წინაშე დგება კომპანიები კადრების მოზიდვის პროცესში, შერჩევისა და შენარჩუნებისას.

აღნიშნულ შეხვედრა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით შედგა, სააგენტოს მხრიდან დაესწრნენ სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი ია ფხაკაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე. ხოლო ასოციაციის მხრიდან დაესწრნენ რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე, აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი და ასოციაციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო, აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმები ერთობლივი ღონისძიებების თაობაზე.

Comments
Loading...