საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება

342

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გააცნო მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების პროცესის თავისებურებები და  ისაუბრა სავეგეტაციო პერიოდში გამოყენებული ფოთლიდან კვების სხვადასხვა საშუალებების ეფექტურობაზე, – აღნიშნულის შესახებჰ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აგროტექნოლოგიური პროცესის უპირატესობის დადგენის მიზნით, მონაწილეთა მიერ საველე პირობებში ჩატარებულ იქნა საანალიზოდ აღებული ძნებისა და მცენარეების ლაბორატორიული დამუშავება. ვარიაციული სტატისტიკის (ანოვა) მეთოდით დამუშავების შედეგად, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მსმენელებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული რეკომენდაციები გაუწიონ ფერმერებს ფოთლიდან მცენარეთა გამოკვების დახმარებით მოსავლიანობის გაზრდაში. 

გადამზადების პროგრამა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში უკვე მეოთხედ განხორციელდა.

Comments
Loading...