საინვესტიციო ფონდებმა, ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან მოხსნის წინადადება წარადგინეს

37

აშშ-ში რამდენიმე სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა მხარი დაუჭირა მარკ ცუკერბერგის Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მოხსნის წინადადებას.

ეს, კერძოდ იყო სკოტ სტრინგერის ინიციატივა. თავის განცხადებაში იგი მარს უჭერს წინადადებას, რომელიც ივნისში ფონდმა Trillium Asset Management-მა გააჟღერა.

“იმისათვის, რომ Facebook-ი გავიყვანოთ ამ არასასურველი ისტორიიდან, რომელშიც კომპანია აღმოჩნდა, და უნდა აღვადგინოთ ამერიკელების ნდობა ინვესტორების მიმართ, რისთვისაც აუცილებელია დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე”, – ნათქვამია სტრინგერის განცხადებაში.

ბოლო წლების განმავლობაში, Facebook-ი რამდენიმე სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა – დაწყებული სოციალური სელის გამოყენებით აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევის მიზნით და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, დასრულებული მესამე პირისთვის მონაცემების გადაცემით და ათობით მილიონი ექაუნთის გატეხვით. კომპანიის აქციები, ივლისიდან მოყოლებული 27%-ით დაეცა და მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანია დატოვეს Instagram-ისა და WhatsApp-ის თანადამაარსებლებმა.

მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი ინვესტორი გამოთქვამს სურვილს იმის შესახებ, რომ აუცილებელია კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის დამოუკიდებელი თავმჯდომარე დაინიშნოს, რომელიც ცუკერბერგს, რომელიც აგრეთვე ამავე პოზიციას იკავებს, დაეხმარებოდა კორპორატიული მმართველობის გაუმჯობესებაში, ამას ცუკერბერგისთვის პრაქტიკული შედეგი მაინც არ ექნება. ცუკერბერგი ხმათა 59,9%-ს აკონტროლებს.

Comments
Loading...