საინვესტიციო პლატფორმა Atlas Quantum გატეხეს – დაზარალებულია 261 ათასი მომხმარებელი

86

კრიპტოვალუტური საინვესტიციო პლატფორმა Atlas Quantum გატეხეს, რის შედეგადაც ჰაკერებმა 261 ათას მომხმარებელზე წვდომა მიიღეს, კერძოდ კომპანიის კლიენტების სახელები, მათი ელექტრონული ფოსტების მისამართები და კომპანიის ანგარიშების შესახებ სტატისტიკები.

კომპანიის წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს, ისინი ამის შესახებ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერენ და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის შესახებ დეტალების დადგენის პროცესი. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე  აღნიშნულია, რომ მომხმარებლების რესურსები უსაფრთხოდაა.

"მონაცემების ბაზის დაცვის მიზნით ზომები დაუყოვნებლივ მივიღეთ. პაროლები და პირადი გასაღებები დაშიფრული დარჩა", -ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე, კომპანიის ზოგიერთი სისტემური პლატფორმა მიუწვდენელია. ეს ზომები მიღებული მანამ იქნება, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. კომპანია მომხმარებლებს, გამოძიების დასრულებისა და ზომების გაუქმების შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს.

Comments
Loading...