საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი

3

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი. მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებელები გადახდას Apple Pay – ს საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს .

Comments
Loading...