საზოგადოება და ბანკები: ნეგატიური საკრედიტო ისტორიის ველის გაუქმებით არაფერი იცვლება

64

სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს სტატუსი "ნეგატიური" აღარ მიენიჭება და საინფორმაციო ბიუროში ასახული იქნება მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემები მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. შესაბამისად, საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ საკრედიტო ისტორიის მიხედვით მიიღებენ.

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება და ბანკებში აცხადებენ, რომ არაფერი შეიცვლება, ვინაიდან ფინანსური ინსტიტუტებისთვის, არასდროს ყოფილა შემაფერხებელი ის, რომ მომხმარებელს ცალკე ნეგატიური ჩანაწერების ველი უფიქსირდებოდა.

სტატუსი ნეგატიური იმ მსესხებლებს ენიჭებათ, ვისაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ. ამ დროისთვის ეს სტატუსი დაახლოებით 600 ათასს ადამიანს აქვს.

"ნეგატიური საკრედიტო ისტორიის ამ ველის გაუქმებით არ იცვლება არაფერი, ანუ ის ხელშეკრულებები, რომლებიც მათ აქვთ გაფორმებული, ამ ვალდებულებების დაფარვა მათ მაინც მოუწევთ.

დაინტერესებული მხარე, ანუ ფინანსური ინსტიტუტი, კომერციული ბანკი იქნება ეს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, როდესაც შეამოწმებს საკრედიტო ისტორიას, პირველადი ინფორმაციით, ანუ პირველივე ველი, რაც გამოდის, ისინი ვერ დაინახავენ, რომ ამ მომხმარებელს ოდესღაც ჰქონდა ნეგატიური საკრედიტო ისტორია, ან აქვს.

თუმცა, სტანდარტული განაცხადის გახსნის შემთხვევაში, ისინი დაინახავენ, მიმდინარე ვალდებულება ვთქვათ, რა პერიოდზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული, რა რიცხვში უწევდა მომხმარებელს ამ ვალდებულების დაფარვა, დროულად ახორციელებდა, თუ ჰქონდა ვადაგადაცილებები.

ფინანსური ინსტიტუტებისთვის, თუ მომხმარებელი არის გადახდისუნარიანი, არასდროს ყოფილა შემაფერხებელი ის, რომ მომხმარებელს ცალკე ნეგატიური ჩანაწერების ველი უფიქსირდებოდა", – აცხადებენ საზოგადოება და ბანკებში.

Comments
Loading...