სავაჭრო პალატის მიერ პანდემიის დროს მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

9

საქართველოს სავაჭრო პალატამ მეწარმეების მხარდასაჭერად არა ერთი პროექტი განახორციელა და დღესაც , სხვადასხვა მიმართულების პროგრამებზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის,  ,,უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს’’, რომლის ფარგლებში  კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა;

,,ერთი ბიზნესის ისტორია”-პროექტი  გულისხმობს საზოგადოებისთვის გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე მეწარმეების გაცნობა;

ბიზნეს ფორუმები, რომლის ფარგლებში პალატის ორგანიზებით, ბოლო ერთ თვის განმავლობაში ჩატარდა ავსტრია-საქართველოს, ესტონეთი-საქართველოსა და საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმები;

ჩატარდა საგრანტო კონკურსი  ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ . პროგრამაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების ბიზნეს ასოციაციები არიან ჩართულნი, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ღვინის, ბიო პროდუქტების, ტურიზმის, ტექსტილისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ეკონომიკურ სექტორებს;

უფასო ტრენინგები  ჩაუტარდათ მეწარმეებს ელექტრონული კომერციის, დღგ-ს ახალი რეფორმის, შრომის კანონმდებლობის, უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის, ბიზნეს დავებისა და მათი გადაწყვეტის მექანიზმების საკითხებზე ;

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა-პროგრამის ფარგლებში პალატა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბიზნეს სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას, ბიზნეს სუბიექტების და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობას;

ღია დიალოგი ბიზნესთან -შეხვედრების მიზანია რეგიონულ ბიზნესისთვის სახელწიფო სერვისებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის მიწოდება. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრებისა და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

 

Comments
Loading...