საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა

38

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. ახალი დასკვნის თანახმად, მიმდინარე წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 5.5%-მდეა გაზრდილი.

ფონდი ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეფორმებს იწონებს და მას გრძელვადიანი სტაბილური ზრდის გარანტად მიიჩენევს, ამავე დროს ყუარდღებას ამახვილებს მიმდინარე და მოსალოდნელ საგარეო შოკებზე.

"ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო." – აღნიშნულია სსფ-ის განცხადებაში.

პოზიტიური ცვლილებების გამო ფონდმა პროგნოზირებული 4.8%-იანი ზრდა 5.5%-მდე გაზარდა.

Comments
Loading...