საერთაშორისო პროექტი “დებატები მუზეუმებში” – მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

16

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის – დებატები მუზეუმებში – ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსის თანახმად, ყველა მუზეუმს ეძლევა უნიკალური შანსი ჩაერთოს საერთაშორისო პროექტში, რომელიც ხელს უწყობს მუზეუმების კულტურის პოპულარიზაციას არაფორმალური განათლების – ფორმალური დებატების – გამოყენებით. გარდა ამისა, მუზეუმებს შეეძლებათ გახდნენ საერთაშორისო პროექტის წევრები  და გაიარონ ევროპის წამყვანი სპეციალისტების ტრენინგები, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების შემდეგ შეირჩევა 10 ყველაზე მოტივირებული და დაინტერესებული მუზეუმი, რომლებიც შეძლებს ჩაერთოს საერთაშორისო პროექტში და გაიაროს ტრენინგები ონლაინ ან ლაივ რეჟიმში (პანდემიის პირობებიდან გამომდინარე) ვარშავაში, ევროპის სხვა ქვეყნების მუზეუმების წარმომადგენლებთან ერთად. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 25 დეკემბრამდე უნდა შეავსონ შესაბამისი აპლიკაციის ფორმა, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/snt311emokwCE3ZA6

კონკურსი ტარდება პროექტის – დებატები უკეთესი განათლებისთვის – ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. პროექტის პირველი ფაზა თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

Comments
Loading...