სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსმა“ 5000 PCR ტესტი ლუგარის ლაბორატორიას გადასცა

52

5000 PCR ტესტი სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსისგან“ ლუგარის კვლევით ცენტრს გადაეცა
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ ლუგარის კვლევით ცენტრს 5000 PCR ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს გადასცემს – ეს ინფორმაცია „ბენეფიტსის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

PCR ტესტებს ბენეფიტსი ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით ევროპელი მომწოდებლისგან შეიძენს და მკვლევარებს რამდენიმე დღეში შეეძლებათ, პირველი კვლევები დაიწყონ.

„თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესი ღირებულებაა“, აცხადებენ „ბენეფიტსში”.

როგორც დღეს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქართველოში უახლოეს მომავალში სამივე მეთოდით: PCR, ანტისხეულებსა და ანტიგენებზე დამყარებული ტესტებით დაიწყებენ ტესტირებებს.

Comments
Loading...