საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2%-ით გაიზარდა

7

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 605.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ. აშშ დოლარი (20.7 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 სექტემბერს.

Comments
Loading...