საგანმანათლებო თანასწორობის აქტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაში დაიხარჯება

37

ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალ ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარდგენისას განაცხადა.

“დღეს, “ქართული ოცნების” გუნდი აცხადებს მასშტაბურ იდეას, განათლების ეროვნული კონცეფციის ფარგლებში სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, ყოველწლიურად ჩვენი ევროპული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარიმართოს განათლების სრული ტრანსფორმაციისკენ.

მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად”, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...