საბერძნეთმა ევროზონისგან ივნისში შესაძლოა ახალი ტრანში მიიღოს

489

საბერძნეთმა ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან (ESM), მიმდინარე, უკვე მესამე ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ივნისში შესაძლოა ახალი ტრანში მიიღოს. აღნიშნულის შესახებ РИА Новости წერს.

აქამდე ანალიტიკოსები იუწყებოდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ქვეყნისთვის, არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისისა, გამოიყოს კრედიტი. თანხის მოცულობა, რომელიც საბერძნეთმა ვალის სახით ივლისში უნდა  დაფაროს 6,1 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც ევროპის ცენტრალური ბანკის წილი 3,8 მილიარდი ევროა.

Comments
Loading...