საბერძნეთი უცხოური კრედიტორების მმართველობიდან გამოვიდა

67

ევროპულმა სტაბილიზაციის მექანიზმმა (ESM) საბერძნეთისთვის მაკროფინანსური დახმარების მესამე პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ქვეყნის უცხოური კრედიტორების მმართველობისგან გამოსვლის შესახებ განაცხადა.

როგორც გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საბერძნეთმა შეძლო თავისი ეკონომიკის მოდერნიზება და ინვესტორების ნდობის კვლავ მოპოვება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საბერძნეთმა, მაკროეკონომიკური დახმარებისა და ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის 61,9 მილიარდი ევრო მიიღო. ამ პროგრამით საბერძნეთისთვის აგრეთვე ხელმისაწვდომი იყო კიდევ 24,1 მილიარდი ევრო, თუმცა, როგორც ფონდში აღნიშნავენ, ეს თანხა ათენმა ვერ გამოიყენა. ბოლო ტრანში, რომელიც 15 მილიარდ ევროს შეადგენდა, ივნისის ბოლოს განხორციელდა. აქედან 5,5 მილიარდი ევრო ქვეყნის სახელმწიფო ვალში წავიდა, ხოლო დარჩენილი 9,5 მილიარდი ევრო "ფულადი ბალიშის" ფორმირებისთვის.

აღნიშნული თანხების გარდა, 2012-დან 2015 წლამდე საბერძნეთმა, ევროპის ფინანასური სტაბილურობის ფონდისგან 141,8 მილიარდი ევრო მიიღო. ათენმა აღნიშნული კრედიტი მინიმუმ მომავალი 30 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

საბერძნეთი თანხებს ეკონომიკის გამკაცრებისა და მთელი რიგი რეფორმების განხორციელების გამო იღებდა. ცვლილებები ითვალისწინებს შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანა, ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, პენსიების შემცირება და გადასახადების გაზრდა. ქვეყანამ მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგანაც მიიღო.

Comments
Loading...