საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს ტყის არამექრნული ბაზრის ვითარება განიხილეს

8

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პროექტის ,,HEGO- მცენარეები განვითარების მხარდაჭერისათვის’’ ფარგლებში ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი ტყის არამერქნული პროდუქტების მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო კავშირების განვითარება და ხელშეწყობა იყო. ასევე, ცნობიერების ამაღლება არამერქნული რესურსების მდგრადი მოპოვებისა და კულტურების პოპულარიზაციის მიზნით

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს საზოგადოების, საჯარო სექტორის, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების/ტრენინგ ცენტრების წარმომადგენლები, მეწარმეები და პროექტის პარტნიორები 4 მონაწილე ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდან.

კონფერენციაზე ასევე გაემგზავრა ასოციაცია „საქართველოს ტყის პროდუქტი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ორგანიზაცია CENN.  ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი გუჯარაიძემ საბერძნეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე წარმოადგინა საქართველოში არსებული ტყის არამექრნული ბაზრის ვითარება. მოხდა ძირითადი აქტივობების და მიღწევების გაზიარება ბოლო წლებში რაც ასოციაციამ CENN-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად განახორციელა და რაც მოიცავდა მათ შორის მნიშვნელოვან ცვლილებებს ტყის კოდექსში და არამერქნული პროდუქტების ბაზრის განვითარებას საქართველოში.

მსჯელობა წარიმართა არამერქნული პროდუქტების კულტივაციის შესაძლებლობებზე და სარეალიზაციო არხებზე – სად ხდება გაყიდვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე და ვინ არიან ძირითადი ბაზრის წარმომადგენლები.

ასოციაცია „საქართველოს ტყის პროდუქტი“, 40-მდე მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს აერთიანებს. ასოციაცია შეიქმნა CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის’’ პროექტის ფარგლებში. ასოციაციის სხვა დამფუძნებლები არიან სს „კაუკასანი“ და  შპს „ლივინგ რუთსი“.

 

Comments
Loading...