საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა

151

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი მაისისათვის 19.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 262.4 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 231.1 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 31.2 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე შემცირდა 0.7 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  მაისისათვის 37.58 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.37 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.6 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...