საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 319.1 მლნ ლარით გაიზარდა

26

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი მარტისათვის 22.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 319.1 მლნ ლარით, ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 135.7 მლნ ლარით, ანუ 1.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 183.4 მლნ ლარით, ანუ 1.4 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 37.67 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.16 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.2 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...