რუსული “ლუკოილის” აქციები მისმა ხელმძღვანელმა 99,493 მილიონ რუბლად შეისყიდა

31

“ლუკოილის” ხელმძღვანელმა ვაგიტ ალეკპერობმა კომპანიის 21 ათასი აქცია 99,493 მილიონ რუბლად შეისყიდა.

მან აქციები გასულ კვირას, 21 სექტემბერს შეიძინა. შესყიდვების შემდეგ კი, კომპანიის აქციების წილი, რაც მას მანამდე ჰქონდა, 0,003%-ით გაიზარდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შესყიდვები სხვა ბაზარზე მოხდა.

აგვისტოს დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების ზრდის გამო, რაც დღეს უკვე ბარელზე 70 აშშ დოლარს შეადგენს, აქციების გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში, ისინი ამას პირველი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარად მოახერხებენ და აგრეთვე წლის განმავლობაში იმოქმედებს buy-back.

გამოსყიდვის პროგრამას სითიბანკი განახორციელებს. ამისათვის, 2019 წლის ბოლომდე 1 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება.

26 სექტემბრის ბაზარზე კომპანიის აქციები 4,814 რუბლად იყიდებოდა. კაპიტალიზაციის მხრივ, კომპანია “ლუკოილი”, რუსული კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს (4,089 ტრილიონი რუბლი), პირველზე კი კომპანია “როსნეფტია” (4,842 ტრილიონი რუბლი), ხოლო მეორე ადგილი კომპანია “სბერბანკს” უჭირავს (4,182 ტრილიონი რუბლი).

Comments
Loading...