რუსული კომპანია "ლუკოილის" პირველ ვიცეპრეზიდენტად ალექსანდრ მატიცინი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს. მატიცინი აქამდე კომპანიის ვიცეპრეზიდენტი იყო ფინანსების განხრით.
პირველი ვიცეპრეზიდენტის დანიშვნასთან ერთად, „ლუკოილმა“ კომპანიის პრეზიდენტის ახალი მრჩეველიც დანიშნა, რომელიც აქამდე ეკონომიკისა და ფინანსების განხრით კორპორაციის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა.