რუსული კომპანია “ლუკოილი” ნავთობის მოპოვების ზრდას აანონსებს

57

რუსული კომპანია "ლუკოილი" ნავთობის მოპოვების 1%-ით ზრდას ელის. ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ერთ-ერთმა ძირითადმა აქციონერმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა.

"ის სიმძლავრეები, რაც ჩვენ გვქონდა, დღეს ჩავუშვით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ზრდა იქნება", – აცხადებს ფედუნი.

კერძოდ, კომპანია ნავთობს ორ ქვეყანაში მოიპოვებს – რუსეთსა და ერაყში. მიმდინარე წელს, შეთანხმების პირობები შემსუბუქებულია, რის ხარჯზეც ნავთობის მოპოვება გაიზარდა.

2017 წლის განმავლობაში, "ლუკოილმა" 87,4 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა.

კომპანიის სუფთა მოგებამ, 2018 წლის პირველ კვარტალში 109,1 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Comments
Loading...