რუსთავის XX და XXI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს 30 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდებათ

356

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან ქ. რუსთავის XX და XXI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ 1 სექტემბრის საღამოს 18:00 საათამდე.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...