რუსეთი 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე და ბენზინზე სააქციზო ფასს გაზრდის

63

რუსეთის დუმაში დიზელის საწვავზე და ბენზინზე აქციზის ფასის მომატება 2019 წლის 1 იანვრიდან გადაწყვიტეს. სააქციზო ფასი ერთ ტონაზე 2,7 ათასი და 3,7 ათასი რუბლით მოიმატებს. ამის შესახებ ვიცეპრემიერი დმიტრი კოზაკი აცხადებს.

კოზაკის თქმით, 2019 წლის 1 იანვრიდან დასრულდება საგადასახადო მანევრი ნავთობის სექტორში, რომელიც საბაჟო გადასახდელების თანდათანობით შემცირებას გულისხმობს.

უარყოფითი აქციზის გადასახადის მეშვეობით, საწარმოებისთვის კომპენსაცია მანევრის დასრულებისას, საექსპორტო გადასახადების შემცირებით მოხდება.

განცხადება იმის შესახებ, რომ საწვავის ფასის მომატების შემთხვევაში, ხელისუფლება საექსპორტო გადასახადებს დააწესებდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, კოზაკმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა 7 ივნისს გააკეთეს. მაშინ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ამ ზომების მიღება არ დასჭირდებოდა.

კოზაკის თქმით, საწვავის საბითუმო და საცალო ფასები მკვეთრად გაიზარდა 2018 წლის გაზაფხულზე, რაც მისი თქმით, სამმა ფაქტორმა გამოიწვია: აქციზების ზრდამ, რასაც რუბლის გაუფასურება დაემატა, ხოლო მესამე ფაქტორად მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა დასახელდა.

Comments
Loading...