რუსეთი ბელარუსს 2019 წელს 630 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტს გამოუყოფს

25

რუსეთი და ბელარუსი 2019 წელს მინსკისთვის კრედიტის გამოყოფაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ბელარუსის ფინანსთა მინისტრმა მაქსიმ ერმალოვიჩმა განაცხადა.

“საკითხი შეთანხმების მომზადების პროცესშია. თუმცა ეს მოხდება მომავალი წლისთვის. რაიმე ახალი გადაწყვეტილების მიღებას არც რუსეთის მხარისგან ველით და არც ჩვენგან არის მოსალოდნელი”, – აცხადებს იგი.

ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ სამინისტრო 2019 წელს ბელარუსისთვის კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, რომელიც ქვეყნის ვალის რეფინანსირებას მოხმარდება. კრედიტის მოცულობა კი 630 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

თავდაპირველად მინსკმა რუსეთს 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტი მოსთხოვა.

ბელარუსმა რუსეთისგან კრედიტი 2017 წლის სექტემბერში მიიღო. კრედიტი 700 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის იყო. კრედიტის ვადა 10 წელია. აღნიშნული თანხა ქვეყნისთვის წინა კრედიტებს გადასაფარად გამოიყო.

Comments
Loading...