რუსეთის საგადასახადო სამსახურმა, 400 ათასი კომპანია აღმოაჩინა, სადაც დასაქმებული არავინ არის

95

რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული კომპანიების 15%-ში არცერთი თანამშრომელი არ მუშაობს, ხოლო 50%-ში მხოლოდ 1-2 ადამიანია დასაქმებული.

РБК-მ კი აღმოაჩინა ორი ისეთი ნაკლებად ცნობილი კომპანია, სადაც 6000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

რუსული კომპანიების 10%-ში ორ-ორი ადამიანი მუშაობს, 13,7%-ში – სამიდან-ხუთამდე, ხოლო კომპანიების მხოლოდ 20%-ზე ნაკლებში, თანამშრომლების რაოდენობა ხუთს აჭარბებს.

აღნიშნული მონაცემები ეხება მუდმივ თანამშრომლებს, ხოლო რუსეთში, კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი თანამშრომლებს ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე იყვანს.

პრობლემას, რომელიც კომპანიებში თანამშრომლების არარსებობას გულისხმობს, ფისკალური ფესვები აქვს. ასე მიიჩნევს იურიდიული ფირმა Taxology-ის პარტნიორი მიხაილ უსპენსკი.

Comments
Loading...