რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა ჯეკ მასთან ხელოვნური ინტელექტის განვითარება განიხილა

83

"ჯეკ მასთან ახალახანს განვიხილეთ ძალიან აქტიური გეგმები რუსეთში, ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მათემატიკოსი გვყავს მსოფლიოში. ეს ძალიან საინტერესო ამოცანაა, რომელსაც უახლოეს მომავალში Alibaba-სთან ერთად განვიხილავთ", – აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი.

დღეს, ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა Alibaba Group-მა, ელექტრონული კომერციის სფეროში, Mail.Ru Group-თან, "მეგაფონთან" და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

აღნიშნული შეთანხმების შესახებ კომენტარის გაკეთებისას დმიტრიევმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი კომპანია Alibaba-სთან ერთობლივი ინვესტიციებისა და ლოგისტკური ბიზნესის ვერსიებს განიხილავდა, თუმცა შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე,  რომ უფრო მეტად ოფშორული პარტნიორობის გაფართოება იყო საჭირო.

აღნიშნული პარტნიორობა სრულ სინერგიას გამოიწვევს Alibaba Group-თან, ხოლო "მეგაფონისა" და Mail.Ru-ს მონაწილეობა, რუსეთში ყველაზე მძლავრ ტექნოლოგიურ ალიანსს შექმნის, რომელიც ძალიან სარგებლიანი იქნება როგორც მომხმარებლებისთვის, აგრეთვე რუსეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება უცხოური ბაზრები.