რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, საპენსიო რეფორმების გამო ქუჩაში გასასვლელად მზად არის

44

იულია ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა რუსი მოქალაქეებისა და ქვეყნის საპენსიო რეფორმების ურთიერთმიმართება შეისწავლა, რეფორმის მიმართ პროტესტისთვის მათი მზაობა. ცენტრმა გაარკვია მოსახლეობის პოზიცია საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე.

გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტების 53%-მა საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე პირადად გასვლაზე დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 42%-მა – უარყოფითი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისში რესპონდენტების დიდ ნაწილს (53%) ეჭვი ეპარებოდა, რომ შეუერთდებოდნენ საპროტესტო აქციებს, 37% კი აცხადებდა, რომ გავიდოდა ქუჩაში.

პენსიონერი რესპონდენტები, რომლებსაც უკვე აღარ შეეხებათ რეფორმა, ნაკლებად გამოთქვამენ საპროტესტო აქციებში ჩართვის ინიციატივას.

შესაბამისი გამოკითხვა 23-30 აგვისტოს შუალედში ჩატარდა. 52 რეგიონსა და 136 დასახლებულ პუნქტში გამოიკითხა 1600 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-დან ზემოთ არის.

Comments
Loading...