რუსეთის გენერალურმა პროკურორმა მოითხოვა, კრიპტოვალუტა აღიარებულ იქნას ბოროტმოქმედების საგნად

10

გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა მოითხოვა, რომ კრიპტოვალუტა კანონით აღიარებულ იქნას ბოროტმოქმედების საგნად და აიკრძალოს მისი გამოყენება. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს წინაშე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“ვირტუალური აქტივების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის დინამიკა იზრდება. ამ მხრივ, ჩემი აზრით, საჭიროა მისი ჩართვა სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ბოროტმოქმედების საგანად ცნობის და შემაკავებელი ზომების დაწესების შესაძლებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა კრასნოვმა.

გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს IT ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების ზრდა შემცირდა.

“ამავდროულად, თითქმის ყოველთვიურად ჩნდება ახალი საშიში კრიმინალური სქემები. ბოლო დროს ჩვენ ვაწყდებით მასიურ ზარებს და ფოსტების გაგზავნას მოქალაქეებთან, რათა დათესონ პანიკა და დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყანაში”, – თქვა კრასნოვმა.

თებერვალში რუსეთის ბანკმა წარადგინა კანონპროექტების პაკეტი ციფრული მაინინგისა და კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირების შესახებ, რომელშიც შესთავაზა, რომ აიკრძალოს როგორც მაინინგი, ისე კრიპტოვალუტის მიმოქცევა რუსეთში და დაწესდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აკრძალვის დარღვევისთვის.

Comments
Loading...