რუმინული ავიაკომპანია TAROM საქართველოში ფრენებს იწყებს

41

ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები თბილისი – ბუქარესტი -თბილისის მიმართულებით კვირაში 2 ჯერ შესრულდება.

ავიაკომპანია მგზავრებს ბუქარესტის გავლით 50-ზე მეტ ტრანზიტულ მიმართულებას სთავაზობს. რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია ტარომის პრეზენტაცია სასტუმრო მერკურში გაიმართა.

თბილისი ბუქარესტის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 440 ლარიდან დაიწყება. საქართველოში რუმინელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2018 წლის 9 თვის განმავლობაში რუმინეთიდან საქართველოში 58.1%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

Comments
Loading...