რომელი 5 ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ტურისტი აჭარაში გასულ წელს

36

2018 წელს, აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1,931, 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს (1 683 077 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აჭარაში).

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, უკრაინა – ასე გამოიყურება ქვეყნები ხუთეული, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად სტუმრობენ აჭარის რეგიონს.

Comments
Loading...