რომელი შეზღუდვები უქმდება დღეიდან

5

დღეიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება:

ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან;

საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით.

Comments
Loading...