რომელი ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის საფუძველზე – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტება

9

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტავს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

„საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზე, გადმოკვეთონ ჩვენი საზღვარი. ეს ქვეყნებია აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შვეიცარიის, ნორვეგიის, ასევე, საუდის არაბეთის, ემირატების, ისრაელის, ბაჰრეინისა და კატარის მოქალაქეებს შეეძლებათ, PCR-ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მესამე დღეს გაიტესტონ განმეორებით. გარდა ამისა, იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის და ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა“- განაცხადა ლევან კარანაძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

Comments
Loading...