რომელი ტრენდული ღვინოები უნდა იდოს აუცილებლად  საახალწლო სუფრაზე?

94

საახალწლო სამზადისი და ციებ-ცხელება პიკს უახლოვდება. პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ქართველი ადამიანი საახალწლო ტრადიციებზე უარს მაინც ვერ ამბობს და  განწყობის შექმნას უპირველესად საახალწლო სუფრის გაწყობით იწყებს. სუფრის პიკანტური და საბოლოო შტრიხი კი,  რა თქმა უნდა კარგი ღვინოა. არჩევანიც ძალიან ბევრია და შესაბამისად, მომხმარებელს სწორი, მისი გემოვნების შესაფერისი და ხარისხიანი ღვინის შეძენაც უჭირს.  თეთრის ხარის წელს კი, როგორც ამას ასტროლოგები გვირჩევენ, სუფრას აუცილებლად ხარისხიანი ღვინო უნდა ამშვენებდეს, რადგან ხარი სიმდიდრის და ფუფუნების მოყვარულია, სწორედ ტრენდული და გემოვნებიანი ღვინით უნდა მივეგებოთ მას, რომ მთელი 2021 წელი მისი კეთილგანწობა დავიმსახუროთ.

სვანიძე“ 150 წელიწადზე მეტია პრემიუმ ხარისხის ღვინოებს აწარმოებს, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე უმაღლესი კატეგორიის ჯილდოები უკვე მოიპოვა, მათ შორის პროდექსპოს გამოფენის გრანპრი და ოქროს მედალი. ,,შატო სვანიძე’’ 14 სახეობის ღვინოს აერთიანებს, ღვინოების მრავალსახეობა ყველანაირი მოთხოვნისა და გემოვნების ღვინის მოყვარულს დააკმაყოფილებს, ისინი სრულიად ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული, თუმცა ღვინის რამდენიმე სახეობა ლიმიტირებული გამოშვებაა.

,,შატო სვანიძის’’ გემოები უნიკალურია, განსაკუთრებული პოპულარობით რამდენიმე ღვინო გამოირჩევა, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრის მშვენება ნამდვილად იქნება.

  1. ყველაზე დიდი მოთხოვნა ღვინო ,,როზე’’-ზეა, ,,როზე’’ ნახევრად მშრალი ვარდისფერი ღვინოა, დამზადებულია კაბერნესა და პინოს ყურძნის ჯიშებისგან. ღვინოს ახასიათებს ვარდისფერი მკრთალი ფერი მარწყვის და კენკრის არომატით და გემოვნებით დაბალანსებული მჟავიანობა და სიტკბო. მისი პიკანტური არომატი ნებისმიერ ქალბატონს მოხიბლავს.

  1. ,,შატო სვანიძე – Rose’’- ზე არანაკლები მოთხოვნით სარგებლობს ამ ბრენდის კიდევ ერთი სახეობა ,,შატო სვანიძე-რქაწითელი’’. რქაწითელი არის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც მზადდება რქაწითელის ვაზის ჯიშის ყურძნისგან,მას აქვს ჩალისფერი შეფერილობა. ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსზე, 2017 წელს რქაწითელი საუკეთესო ქვევრის ღვინოდ დასახელდა.

  1. ,,შატო სვანიძე – მუკუზანი’’ – საუკეთესოებს შორის საუკეთესოა, მას საერთაშორისო გრანპრი აქვს მოპოვებული. წითელი მშრალი ღვინო მზადდება სპეციალურად შერჩეული ყურძნისგან, რომელსაც იღებენ მუკუზანის რაიონიდან. მუკუზანი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება საფერავისგან დამზადებულ ქართულ წითელ ღვინოებს შორის. მუკუზანის ღვინოს აქვს წარმოუდგენელი გემო; ეს არის მშრალი ღვინო შავი მიმდინარეობით და მაყვლის გემოთი, რომელსაც თან ახლავს ტანინის ხავერდოვანი არომატი.

  1. ,,შატო სვანიძე-საფერავი’’- პროდექსპოს საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედლის მფლობელია. საფერავის ღვინო მზადდება კახეთის რეგიონის შუა ნაწილის ყურძნის მოსავლისგან. საფერავის ღვინოს აქვს  მუქი  და ხშირად სრულად გაუმჭვირვალე ფერი. მას აქვს მუქი კენკრის, ძირტკბილას, შემწვარი ხორცის, თამბაქოს, შოკოლადის და სანელებლების წარმოუდგენლად დახვეწილი არომატები.

და ეს ყველაფერი არ არის, ,,შატო სვანიძის’’ ღვინოების ფართო არჩევანია ონლაინ პლატფორმაზე  www.facebook.com/ChateauSvanidze და ასევე კომპანიის Instagram გვერდზე, მიტანის სერვისი უფასოა, მოქმედებს სხვადასხვა აქციები და სასაჩუქრე შემოთავაზებები. ,,შატო სვანიძის’’ ღვინოების შეძენა ასევე შესაძლებელია თბილისში ,,8000 მოსავალში’’ და ,,ღვინის ბიბლიოთაკაში’’. მაშ ასე, დაიყენეთ ბედნიერი ახალი წელი ,,შატო სვანიძის’’ პრემიერ ხარისხის ღვინოებით. ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ.

Comments
Loading...