რომან კაკულია: პარლამენტი ასეთ დროს TBC ბანკის მხარეს უფრო უნდა იყოს

25

“ვფიქრობ, რომ ხელისუფლება კიდევ სხვა თემაა, მაგრამ პარლამენტი ასეთ დროს თიბისი ბანკის მხარეს უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროკურატურის, სანამ არ გაირკვევა დანარჩენი დეტალები,” – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემაში “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”.

“მე ვფიქრობ, რომ სრულყოფილ პოზიციას სჭირდება სრულყოფილი ინფორმაცია. როდესაც ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, ჩემი პოზიციაც ვერ იქნება სრულყოფილი და არის რაღაც სეგმენტები, სადაც მე ინფორმაცია არ მაქვს და ველოდები. ამიტომ ცხადია ბოლომდე ვერ ვყალიბდები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ხელისუფლება კიდევ სხვა თემაა, მაგრამ პარლამენტი ასეთ დროს თიბისი ბანკის მხარეს უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროკურატურის, სანამ არ გაირკვევა დანარჩენი დეტალები.

ამას მე ვამბობ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მარტო ჩვენი მხარდამჭერების ხელისუფლება ხომ არ ვართ? – ჩვენ ოპოზიციის ხელისუფლებაც ვართ და ყველას ხელისუფლება ვართ. თუ საბანკო სექტორი სცოდავს, ამას ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა თავის დროზე”, – განაცხადა კაკულიამ.

Comments
Loading...