რომან გოცირიძე: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი არის 4,6 ტრილიონი ნაირა

5

“დოლარებში რატომ ანგარიშობთო, ბრაზდებიან ხოლმე მთავრობაში. ამიტომ მინდა გავახარო ისინი და სულაც ნიგერიულ ვალუტაში გდავუანგარიშებ ჩვენს მშპ-ს: დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი არის 4,6 ტრილიონი ნაირა”, – ამის შესახებ რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“2012 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 26 მილიარდი ლარი, 2020 წელს გახდა 49 მილიარდი ლარი. გაიზარდა თითქმის ორჯერ (რა თქმა უნდა, მიმდინარე ფასებში, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით).

2012 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 16 მილიარდი დოლარი, 2020 წელს გახდა 16 მილიარდი დოლარი. ანუ არ გაზრდილა.

დოლარებში რატომ ანგარიშობთო, ბრაზდებიან ხოლმე მთავრობაში. ამიტომ მინდა გავახარო ისინი და სულაც ნიგერიულ ვალუტაში გდავუანგარიშებ ჩვენს მშპ-ს: დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი არის 4,6 ტრილიონი ნაირა.

ჩვენი ქალბატონის (მანდილოსნის) სახელი რომ ჰქვია ნიგერიულ ფულს, ეს ორმაგად სასიამოვნოა.

მიყვარს ხანდახან ოპონენტების გახარებაც.” – წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...