რომან გოცირიძე: ლარი ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გააუფასურა – ეს თქვა ბაზარმა დღეს

6

“ლარი ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გააუფასურა-ეს თქვა ბაზარმა დღეს” – ამის შესახებ “ნაციონალური მორაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაიტანა გასაყიდად და მხოლოდ 27,5 მილიონი გაიყიდა. ვერ შევიდა ამათ თავში. ამას ვეუბნები წლებია. წინმსწრები ან თუნდაც არაწინმსწრები მცირეოდენი ინტერვენციები ხსნის მოკლევადიან რყევებს. მთელი კვირაა ლარი უფასურდება, რადგან სავალუტო ბაზარზე დოლარის ნაკლებობა იყო და აღმოჩნდა, რომ მცირეოდენი ხელის წაკვრით ყველაფერი მოგვარდებადი ყოფილა.

ლარი ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გააუფასურა-ეს თქვა ბაზარმა დღეს.” – წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...