რომან გოცირიძე: ბანკებს რა ენაღვლებათ, გაუძვირა ეროვნულმა ბანკმა სესხი? გაუძვირებს კლიენტებს!

8

ამის შესახებ რომან გოცირიძე თავის Facebook გევრდზე წერს.

“მაშინ, როცა ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი იყო შემოსული, ლარი ორჯერ გაუფასურდა ნაკლებტურისტიან პერიოდთან შედარებით. ტურისტების გამუდმებით ხსენება ფასებთან და ინფლაციასთან დაკავშირებით ნიშნავს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ყველა შეცდომის პანდემიაზე გადაბრალებას.

ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხების განაკვეთი ერთი პროცენტით აწია და იგი 9,5 პროცენტი გახდა. სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, ოღონდ ამის გაკეთებას რა აზრი აქვს, თუ მეორე ხელით კვლავ განაგრძო კომერციულ ბანკებზე ფაქტობრივად შეუზღუდავი ოდენობით სესხების გაცემა. ბანკებს რა ენაღვლებათ, გაუძვირა ეროვნულმა ბანკმა ფული? გაუძვირებს კლიენტებს სესხს.” – წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...