რომან გოცირიძე: არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია – ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა

8

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება და აქტივი “ქართუ ჯგუფს” გადაუფორმა და თავისთვის “ჯიბის ფულად” მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა, არასწორია.

როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში Faceebook წერს, ივანიშვილისთვის შემოსავალი, ანუ დივიდენდი მოაქვს არა იმ ფიზიკურ აქტივებს, რაც “ქართუს” გადასცა, არამედ უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიან ქაღალდებს, რომლებიც კვლავ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რჩება.

“მთელი დღეა ვისმენ კომენტარებს ბიძინა ივანიშვილის ქონების ტრანსფორმაციის შესახებ და ვხედავ, რომ აშკარად ვერ გაუგიათ რა ხდება სინამდვილეში.

დეკლარაციის(ბევრი რამ არაა შეტანილი) მიხედვით, ივანიშვილის ქონების ის ნაწილი, რომელსაც მოაქვს ყოველწლიურად დიდძალი შემოსავალი( დივიდენდი), არის მის მფლობელობაში არსებული უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდები.

ივანიშვილმა საკუთარ ფონდს გადასცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური აქტივები( მიწები, სასტუმტომროები, სახლი-ბიზნეცენტრი, მშენებარე კომპლექსები), რომლებსაც ჯერ არ მოაქვთ შემოსავლები და რომლებიც პირიქით, საჭიროებენ დამატებით ხარჯებს( მათ შორის ქონების გადასახადის დაფარვას).

”ქართუ ფონდი” არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ამ ფონდის მფლობელობაში გადასული ბიზნესსტრუქტურები შეიძლება გაიყიდოს, გაჩუქდეს( ანუ კვლავ დაუბრუნდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომერციულ სტრუქტურებს) ან განკარგული იქნას სხვა ფორმით, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ”, – წერს რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, ფონდისთვის ფიზიკური აქტივების გადაცემა ივანიშვილმა იმიტომაც გადაწყვიტა, რომ შემდგომში მათი ლეგალიზაცია მომხდარიყო და თავიდან აერიდებინა ბადრი პატარკაციშვილის ბედი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება, რომელიც არ იყო სამართლებრივად სწორად რეგისტრირებული, სადავო გახდა.

“ფონდის ქოლგის ქვეშ მისი აქტივების თავმოყრის გადაწყვეტილება ალბათ გაკეთდა თუნდაც მისი ლეგალიზაციის მიზნითაც( გავიხსენოთ, რა მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, რომელიც სამართლებლივად არ იყო სწორად რეგისტრირებული).ისე იქნა წარომოჩენილი, რომ ივანიშვილის ოჯახმა მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დაიტოვა ჯიბის ფულად და ყველაფერი დანარჩენი ფონდს აჩუქა. ეს არაა სწორი.რატომ არ გადასცა ფონდს აქციები? გულუბრყვილო შეკითხვაა. ეს იგივეა, რომ ვიღაცას ოქროს კვერცხის მდებელი ქათმის გაჩუქება მოსთხოვო ბებერი ინდაურის ნაცვლად.თუმცა არც ესაა სწორი შედარება. არავის არავისთვის არაფერი უჩუქნია. ფონდიც და არაფონდიც ერთი შარვლის ორი ჯიბეა. რომელში რამდენს ჩადებ, ეს შარვლის მფლობელზეა დამოკიდებული. ესაა და ეს”, -წერს ფეისბუქზე გოცირიძე.

Comments
Loading...