როდიდან და რამდენით იზრდება პენსია?

9

2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი.

„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით პენსია იქნება 312 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით პენსიას 793,920 ადამიანი იღებს, 10 215 ადამიანით მეტი, ვიდრე 2020 წლის 1 სექტემბერს.

2021 წლის იანვარი-სექტებრის პერიოდში სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსიების ოდენობამ 205,437,244 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...