როგორ გავზარდოთ ელექტროენერგიის გამომუშავება

363

ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირება საქართველოსთვის დღეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველო ელექტროენეგიას ძირითადად რუსეთისგან ყიდულობს, ენერგოუსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ზამთრის პერიოდში საკმარისი ენერგოგენერაციის წყაროები არ გააჩნია, იმპორტის საჭიროება სწორედ ზამთრის პერიოდში დგას. აქედან გამომდინარე, ჰიდროინჟინერი, ლეონტინა გალდავა ქვეყანას აქცენტის გაკეთებას ისეთი ტიპის ელექტროსაგურების განვითარებაზე ურჩევს, რომელიც ზამთრის პერიოდში იმპორტის ჩანაცვლებაში დაგვეხმარება.

"ბოლო წლების მიხედვით საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა აჭარბებს ექსპორტირებულს. ჩვენ ძირითადად იმპორტის საჭიროება გვაქვს ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია ძირითად იმით, რომ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით თბოელექტროსადგურები და მარეგულირებელი ტიპის ჰიდოელექტროსადგურები, რომლებიც ძირითადად ფარავენ ზამთრის ელექტროენერგიის მოხმარებას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ისეთი ტიპის ელექტროსადგურების განვითარებაზე, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ზამთარში იმპორტის ჩანაცვლებაზე", – განმარტავს გალდავა.

კითხვაზე, 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, როგორ აისახება ეს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე, საპასუხოდ გალდავა აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის ფონზე გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც.

"2010 წლიდან 2016 წლამდე მშპ-ს საშუალო ზრდამ შეადგინა 4,8%. იმავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ შეადგინა 6%. 2016 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 12,7 ტერავატი. 2017 წელს რომ გადავხედოთ და შევადაროთ 2016 წლის მონაცემებს, ისევ დავინახავთ ელექტროენერგიის მოხმარების 6%-იან ზრდას . შეგვიძლია გავაკეთოით დაშვება, რომ წელსაც იქნება ზრდა. თუ გვექნება საშუალოდ 4% ეკონომიკური ზრდა, მინიმუმ ელექტროენერგიის მოხმარების 4% ზრდა გვექნება. დავდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ 14-15 წლის განმავლობაში დაგვჭირდება 4%-ანი ზრდის შემთხვევაში 9 ტერავატი. ეს არს 2016 წლის მონაცამების 70%. თუ იქნება 5%-იანი ზრდა მაშინ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება 12 ტერავატით. თუ იქნება 6% ზრდა ,მაშინ გაიზრდება 15 ტერავატით. ანუ იმაზე მეტით რაც დღეს გვაქვს’’ – განმარტავს ჰიდროინჟინერი.

მისი თქმით, საქართველოს 80% გამოუყენებელი ჰიდრორესურსი გააჩნია. ენერგოუსაფრთხოებისთვის კი ქვეყანას მარეგულირებელი ტიპის ჰესები და თბოელექტროსადგურები სჭირდება.

მაგალითისთვის გალდავას ნენსკრა ჰესის პროექტი მოჰყავს და აცახდებს, რომ ნენსკრა ჰესი არის ზუსტად იმ ტიპის სადგური, რომელიც ორიენტირებულია ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავებაზე.

"ნენსკრა ჰესს გააჩნია წყალსაცავი, რაც არის ბუნებრივი ბატარეა. წყალსაცავი გვაძლევს საშუალებას დავაგროვოთ წყალი ზაფხულში და ჩავანაცვლოთ იმპორტი", – აცხადებს ჰიდროინჟინერი.

წყარო: bm.ge

Comments
Loading...