რიანა მსოფლიოში უმდიდრესი ქალი მომღერალია

4

ბარბადოსელი მომღერალი რიანა Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. 

Forbes-ის ოფიციალური მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში უმდიდრეს ქალ მომღერლად აქცევს.

მომღერლის წარმატება მის მიერ დაარსებულმა კოსმეტიკის ბრენდმა Fenty Beauty-მ განაპირობა. რიანამ ქონების უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 1.4 მილიარდი დოლარი სწორედ კოსმეტიკური ბრენდი Fenty Beauty -ის წყალობით დააგროვა, რომელიც მან 2017 წელს დააარსა.

გარდა ამისა, რიანა ფლობს 270-მილიონიან წილს თეთრეულის კომპანიაში Savage x Fenty.

რიანა ამჟამად სრულად სილამაზის ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული და მუსიკალურ კარიერას ნაკლებ დროს უთმობს.

Comments
Loading...