რესტორანი “მაჭახელას” ქონება ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული

55

რესტორანი "მაჭახელა", რომელსაც გუშინ ღამით ხანძარი გაუჩნდა, ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული. კომპანიის ზარალების რეგულირების ჯგუფი ზარალის შესაფასებლად ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის დგილზე.  ამ ეტაპზე კვლავ  მიმდინარეობს შეფასების პროცესი, რის შემდეგაც მოხდება მისი დარეგულირება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯიპიაი ჰოლდინგი ავრცელებს.

რესტორანი "მაჭახელა" ქონების დაზღვევის პოლისითაა დაზღვეული. პოლისი ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა,  ვანდალიზმი და სხვა.

აღსანიშნავია რომ, გასული წლის მონაცემებით, ჯიპიაი ჰოლდინგი სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების კუთხით, პირველია ბაზარზე და ჯამში 61 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ჯიპიაის მიერ იყო დაზღვეული ასევე ელიავას ბაზრობაც და რამდენიმე მცირე მეწარმე, რომლებიც გასულ წელს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და რომელთაც ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდათ.

Comments
Loading...