რევაზ არველაძე: ჰიდრორესურსების ათვისება მოსახლეობის თხოვნით შეჩერებულია

34

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არვალძე იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდის მიზეზებს განმარტავს. როგორც დეპუტატი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, პირველ რიგში, ამის მიზეზი ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა.

“ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს დიდწილად დამოკიდებულია მდინარეებში წყლის ჩამოდინებაზე, რადგან საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ წლიურად, დაახლოებით 10 მლრდ კვტ.სთ გამოიმუშაონ, თუ წყლის მოცულობა ნაკლები არ იქნება. მიმდინარე წლის 8 თვეში, ექსპორტ-იმპორტის უარყოფითმა ბალანსმა 800 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა და წლის ბოლომდე, კიდევ ალბათ მილიარდნახევარ კვტ.სთ-მდე უნდა ვივარაუდოთ.

ასევე, 2019 წელს მაინც უნდა ველოდოთ, რომ არანაკლებ მილიარდ ნახევრამდე, ან შესაძლოა, 2 მილიარდამდე ავიდეს ეს დეფიციტი“, – განაცხადა არველაძემ და დასძინა, „ეს გამოწვეულია იმით, რომ ენერგოსიმძლავრეების ამოქმედება ელექტრეოენერგიის მოხმარების ზრდას ვერ მიჰყვება”, – აღნიშნა მან.

“ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდროეენრგეტიკული რესურია, მაგრამ ეს პრაქტიკულად მთლიანად შეჩერებულია მოსახლეობის მთხოვნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ობიექტი ყველა იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რაც გარემოსდაცვითი პირობებით არის განსაზღვრული. ეს ჩემი აზრით, მართული პროცესებია”, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

Comments
Loading...