რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

430

საქართველოს რეგიონებში ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და USAID-ის პროექტ Zrda-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ბორჯომში ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია, სამცხე-ჯავახეთში აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა. მემორანდუმის მიზანია ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარესა და პანკისის ხეობაში. მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად ბორჯომში კერძოსექტორის წარმომადგენლებთან მე-4 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს.

Comments
Loading...