რა შეიცვალა თბილისის წყალმომარაგებაში 2018-2020 წლებში

36

თბილისის ისეთ დასახლებებს, როგორიცაა შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, ბეთანია და კვესეთი წლების მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდა. 2018-2020 წლებში ჯივიპიმ ამ ტერიტორიებზე ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო.

წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენის და წყალარინების ქსელი განახლდა. რეაბილიტაცია ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, შარტავას, კანდელაკი-ბუდაპეშტის და სხვა ქუჩებზე. კომპანიამ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა – შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაზიანებები და წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.

Comments
Loading...