რა შეზღუდვები დაწესდება ონლაინ კაზინოებზე?

4

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ონლაინ თამაშების რეგულირების მიზნით ფინანსთა სამინისტრო საკუთარ გეგმას ერთ კვირაში წარადგენს.

“პირველი ეტაპი, რაზეც 1 კვირის ვადაში წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, გულისხმობს საგადასახადო დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც გაჟღერებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. იქნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და ასევე რეკლამის აკრძალვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გარკვეულ შეზღუდვებს. ეს არის ის, ჩარჩო, რაც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული ამ სექტორთან მიმართებით.

ეს სექტორი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ის სისტემები, რომლის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ და აწყობილი გვაქვს, საშუალებას გვაძლევს, რომ რეგულირების ამ ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოებს სარეკლამო რეგულაციები უნდა გაუმკაცრდეთ, ხოლო მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს

Comments
Loading...