რა რეფორმებზე მუშაობს ვაშაძის ფონდი ილინოისში

673

გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ (IDF) ილინოისის შტატში 3 სხვადასხვა მიმართულების რეფორმაზე დაიწყო მუშობა. შტატის  მიწვევით, ფონდი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ჯგუფის წევრი გახდა. 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა კარენ იარბრუგთან. სასიხარულოა, როდესაც მსგავსი გამოცდილების მქონდე ადამიანები, თანამშრომლობის სურვილს გამოხატავენ ჩვენს გუნდთან. კარენ იარბურგი, გახლავთ ორგზის სენატორი, რომლის ინიციატივითაც, ილინოისის შტატში გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ამჯერად ხელმძღვანელობს Recorder of deed’s ოფისს, რომელიც არის სიდიდით მეორე შეერთებულ შტატებში. „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ რეფორმების მიმართულებით ითანამშრომლებს უწყებასთან. ქონების რეგისტრაცია, ბიუროკრატიის შემცირება და სხვა მსგავსი საკითხები იქნება ჩვენი ძირითადი მიმართულებები. უცხოელ კოლეგებს, გავუზიარებთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ამ დროის განმავლობაში დავაგროვეთ. გაგვაცნეს ის ადგილები, სადაც ჩვენი ექსპერტები იმუშვებენ“- განაცხადა ვაშაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა „ინოვაციებისა და გავნითარების ფონდის“ ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი, გივი ჩიქოვანიც. მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელზეც ფონდი იმუშავებს დეტალურადაა შესწავლილი ორივე მხარის მიერ და ახლა იწყება კონკრეტული სამუშაოები.

კარენ იარუბუგი გახლავთ ორგზის სენატორი, მისი ინიციატივით, ხელი მოეწერა ილინოისის შტატში სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებას. ამჯერად ის ხელმძღვანელობს შტატებში სიდიდით მეორე ოფისს (Recorder of deed’s). ოფისი კურირებს სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ქონების რეგისტრაცია ამერიკასა თუ სხვა ქვეყნებში, საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, კორუფციის აღმოფხვრა და მოსახლეობისთვის პროცედურების გამარტივება არის მათთვის პრიორიტეტული.

Comments
Loading...